ღონისძიებები/პროექტები/ღია გაკვეთილები

2016 წლის 29 ნოემბერს N51 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში სკოლის დირექციისა და მკითხველთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა პალიტრა L -ის ,Liberteens -ის და Liberkids -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მოწვეულმა სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე, პოპულარული ლიტერატურა, ისაუბრეს საგამომცემლო პროექტებსა და საიხლეებზე. ღონისძიებაზე ჩატარდა საინტერესო გათამაშება და გამარჯვებული უფროსკლასელები დაჯილდოვდნენ Liberteens-ის წიგნებით და სუვენირებით



















































N51 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა წიგნის მოყვარულთა კლუბი. კლუბის კოორდინატორია ქალბატონი ნინო ალექსიძე.მკითხველთა კლუბი აერთიანებს VII-XI კლასის მოსწავლეებს.კლუბის მიზანია: ლიტერატურისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, კლასიკური და თანამედროვე გამოცემათა გაცნობა -გაანალიზება, მწერლებთან, პოეტებთან, მთარგმნელებთან შეხვედრების ორგანიზება, წიგნის მაღაზიებსა და გამომცემლობებთან თანამშრომლობა, ლიტერატურული შეხვედრებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება.
კლუბის ხელმძღვანელია :გიორგი კიკაბიძე (XIკლ), კონსულტანტი : ნინო ალექსიძე.
2016 წლის 25 ნოემბერს სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა მკითხველთა კლუბის შეხვედრა თემაზე : "რჩევები მოზარდებს- როგორ დავიწყოთ კითხვა". მკითხველთა კლუბის სტუმარი იყო N51 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი :მაია ჩიხრაძე.
შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო და მრავალმხრივი საუბარი იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას დამწყები მკითხველის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი გარემოს ფორმირებაზე.
მკითხველთა კლუბის წევრებს შეხვდნენ ასევე პედაგოგები: ლალი თანიაშვილი, ნათია დოლიძე და მარიკა კაცია.


შეხვედრები გაგრძელდება მეორე სემესტრშიც და სასურველია, ყველა პედაგოგი ჩაერთოს  ამ საინტერესო პროექტში.